თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ, რაც 7-წლიან პატიმრობას გულისხმობდა, მაგრამ სასჯელის ხანდაზმულობის გამო ისინი ციხეში არ გაუშვა.

ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

წყარო: itv.ge