უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ საქართველო უკრაინას იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ საქართველო უკრაინას იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევჰენი პერებიინისმა, უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავის პოზიციას გადახედავს და იმ პარტნიორთა წრეს შეუერთდება, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან, ასევე, თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას.

„ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: ptn.ge