დავით კაჭარავა: როდესაც “ემპათია” სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი

„ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან გამოყენებულია ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად – სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ბატონი რატი ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ „ემპათია“ სახელმწიფოს ბრალს უსაფუძვლოდ სდებდა. როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!“, –  ამის შესახებ  “ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავმა, ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, დაპირისპირებული მხარეები  თანაცხოვრებას ვეღარ შეძლებს და პარტიის დაშლა გარდაუვალი იქნება. მათ საკუთარ მხარდამჭერებს თავიანთი რეალური სახე აჩვენეს. თანაგუნდელებსაც კი, შანტაჟის ქვეშ აცხოვრებენ და ადვილი წარმოსადგენია, მოსახლეობას როგორ შეიძლება მოექცნენ“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა დღეს, 27 იანვარს  განახლდა

ხოლო “7 ნოემბრის საქმეში” ბრალდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი 15  თებერვლამდე გადაიდო.

სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესს ვეღარ დაესწრება, რადგან მას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი და დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება.