გიორგი სააკაშვილი: მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც მიშას ასეთი მდგომარეობა უხარია, ესენია – რუსეთი და საქართველო

მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც მიშას ასეთი მდგომარეობა უხარია, ესენია – რუსეთი და საქართველო – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ძმამ გიორგი სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ახალ წლამდე ვიყავი მიშასთან შესული, რაც ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაშინაც ეტლით გადაადგილდებოდა, ანუ დამხმარე მოწყობილობის საშუალებით, ახლა უკვე იმითაც ვერ გადაადგილდება, ზის ეტლში. ჩვენ გვიყურებს მთელი მსოფლიო და რას ვაკეთებთ?! მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც მიშას ასეთი მდგომარეობა უხარია, ესენია რუსეთი და საქართველო. როდემდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი. მე ყოველთვის გამოვირჩეოდი მოზომილი შეფასებებით, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ძმა მიკვდება, როდესაც ვხედავ რომ პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს, რასაც ვხედავ, თუნდაც სასამართლო პროცესი, ჩემი გავლებით, მაისამდე გაგრძელდება, მაშინ როდესაც ყოველი დღე ძვირფასია მიშას ჯანმრთელობისთვის, კახექსია ძალიან გაურთულდა“- აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.