კარგია, ნაციონალური მოძრაობის მიმოფანტული ლიდერები თქვენი პირით რომ საუბრობთ ერთმანეთის ამორალურ მხარეზე, საქციელზე და საქმიანობაზე , ხალხი კიდევ ერთხელ ხედავს რა ჭირი მოიშორა ქვეყანამ 2012 წელს… – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
“რაც ქვეყნისთვის დიდი მონდომებით და შემართებით უნდოდა ნაციონალურ მოძრაობას – ჩამოშლა , კრიზისი და განადგურება ის თავის პარტიაში იხილა! ქართველ ხალხს ახსოვს ამ პარტიის კრიმინალური დეტალებით გაჯერებული პარტიული თუ სახელისუფლებო საქმიანობა. დღეს ერთმანეთს არ ინდობენ თანამდებობის მოსაპოვებლად და უკიდურესი ბინძური (თუმცა მათთვის ბუნებრივი) ბრძოლის მოთოდები აქვთ გამოყენებული – ხომ წარმოგიდგენიათ ამათი “ნიჭი უკიდეგანო” … კარგია, ნაციონალური მოძრაობის მიმოფანტული ლიდერები თქვენი პირით რომ საუბრობთ ერთმანეთის ამორალურ მხარეზე, საქციელზე და საქმიანობაზე , ხალხი კიდევ ერთხელ ხედავს რა ჭირი მოიშორა ქვეყანამ 2012 წელს…პ.ს: მე პირადად მე ყოველთვის გაგახსენებთ თქვენს წარსულს! “- წერს გრეტა წიწავა.