იაგო ხვიჩია 12 პუნქტზე მუშაობაზე: სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით

მთავარი შეშფოთებისა და შექების მიღების ობიექტიც ერთი და იგივეა – ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები ამაში ანგელოზები არიან, მაგრამ მთავარი ობიექტი შენიშვნებისა და მთავარი გამომსწორებელიც არის ხელისუფლება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ კიდევ ერთი რეზოლუციას.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მათ ფაქტობრივად ყველა პუნქტთან დაკავშირებით და ასევე იმ არათანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, რომელსაც შემდეგ პროცესში იჩენდნენ. ხელისუფლებას არანაირი ნება არ გამოუვლენია იმისთვის, რომ თუნდაც იმ ხალხთან ემუშავა, რომელმაც გამოხატა მასთან ერთად თანამშრომლობის სურვილი და 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგა. ნაცებთან ერთად ხელისუფლებაა უმთავრესი პასუხისმგებელი ამ პროცესში. ვინმემ იცის რატომ არ დაგვიჭირეს მხარი სახალხო დამცველის კანდიდატად?!“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.