პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა დრო ხუთვარსკვლავიანი საატუმრო Kempinski-ს ვილაზე გაატარა.
წყაროების თანახმად, დუბაიში ტიმოშენკო სიფრთხილეს იჩენდა. შეუძლებელი იყო მისი დანახვა სანაპიროზე.
აღსანიშნავია, რომ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე პოლიტიკოსი ქალიშვილის ოჯახთან ერთად დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად.