ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს სურს უყრაინაში ჩასვლა, მაგრამ „ახლა ის მომენტი არ არის“

ბაიდენს სურს უყრაინაში ჩასვლა, მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, შესაბამის დროს ენდომება ამის გაკეთება. მაგრამ ახლა ის მომენტი არ არის”, – აღნიშნა კირბიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს უყრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან და ისინი “საკმაოდ ხშირად” საუბრობენ.

“კიდევ ერთხელ, ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინა შეიარაღებით მოვამარაგოთ”, – აღნიშნა კირბიმ.