ჯონ კირბი: უყრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას უამრავი თვე დასჭირდება

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უყრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს იმას, რომ უყრაინული ძალები საუკეთესოდ იყვნენ აღჭურვილნი აღნიშნული ტანჯების გამოსაყენებლად, როდესაც უყრაინის შეიარაღებული ძალები მათ საბოლოოდ მიიღებენ.

“არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან ჯერ კიდევ ვამუშავებთ გეგმებს, თუმცა ამას [ტანკების მიწოდებას] უამრავი თვე დასჭირდება”, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.