მედიის ინფორმაციით, კანადა უყრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს

კანადა უყრაინას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, უყრაინა კანადისგან ტანკებს უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს.

„ეს ტანკები, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მათ გმირულ ბრძოლაში“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა.