მიხეილ სააკაშვილი – დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული

დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ადვოკატებისა და ექსპერტების დიდი რაოდენობის ფინანსურად შენახვას.

“დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც ფული არ გვაქვს – არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”, – თქვა სააკაშვილმა ინტერვიუში.