პალუდანი ამბობს, რომ ყოველ პარასკევს დაწვავს ყურანს მანამ, სანამ შვედეთს ნატოში არ მიიღებენ

თურქეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს შორის დაპირისაპირება სულ უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს.

დანიის და შვედეთის მოქალაქეობის მქონე რასმუს პალუდანის მიერ სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ თურქეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა და უკიდურესად მწვავე პროტესტი გამოხატა შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში ანტითურქული ქმედებების ჩატარებასა და ყურანის დაწვაზე ნებართვის გაცემის გამო, ხოლო თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთს არ უნდა ჰქონდეს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით თურქეთის მხარდაჭერის მოლოდინი.

 

თურქეთი აღნიშნულით არ შემოიფარგლა და ტურქეთში შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. ჩაიშალა აგრეთვე ერთი მხრივ თურქეთსა და მეორე მხრივ ფინეთსა და შვედეთს შორის დაგეგმილი შეხვედრა.

 

რასმუს პალუდანმა, რომელიც დანიის ულტრამემარჯვენე პარტია „მკაცრი კურსი”-ს ლიდერია, მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვისკენ გადადგა ნაბიჯი და განაცხადა, რომ ყოველ პარასკევს დაწვავს ყურანს კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს წინ მანამ, სანამ შვედეთს ნატოში არ მიიღებენ.

 

რასმუს პალუდანის განცხადებას თურქეთის მხარის აღშფოთება მოჰყვა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის ელჩი დაიბარეს. თურქეთმა მას პროტესტი განუცხადა იმის გამო, რომ დანიის ხელისუფლება არ პალუდანს აქციის ცატარე4ბის ნებას აძლევს.

 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეარხ TV2-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ პალუდანზე არაფერს იტყვის და გაჩუმდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაფერი არ შეუძლია გააკეთოს პალუდანის აქციასთან დაკავშირებით. მხოლოდ პალუდანი არ წარმოადგენს დანიელებს, მხოლოდ ეს შემიძლია ვუთხრა გარდა იმისა, რომ ვუთხრა თურქეთს, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს რასმუსენმა და დასძინა, რომ პალუდანი ძალიან გამაღიზიანებლად იქცევა.

 

დანიური პრესის ინფორმაციით, რასმუს პალუდანმა არავის პროტესტი არ იღო ყურად და დღეს, კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს წინ, ყურანი დაწვა