ფინეთის პოლიცია: „აქ ყურანის დაწვა კანონის საწინააღმდეგო იქნება“

ფინეთში, ოსტერბოტენის რეგიონში გამომავალი შვედურენოვანი Österbottens Tidning-ის თანახმად, ყურანის დაწვა ფინეთში უკანონო იქნება.

აქ ყურანის დაწვა კანონის საწინააღმდეგო იქნება და „განიმარტება, როგორც ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ წაქეზება და რელიგიური მშვიდობის დარღვევა“, – ამბობს ოსტერბოტენიოს მთავარი კომისარი ჰანს სნელმანი.

გამოხატვის თავისუფლებამ და დემონსტრაციის თავისუფლებამ შვედეთში შესაძლებელი გახადა პალუდანის დაწვა.

ეს კონსტიტუციური უფლებები ფინეთშიც არის, მაგრამ განსხვავებული ინტერესები უნდა შეჯერდეს ერთმანეთთან. და სიტყვის თავისუფლება არ არის უპირობო, მას აქვს შეზღუდვები, – ამბობს ჰანს სნელმანი Österbottens Tidning-თან ინტერვიუში და დასძენს, რომ მას „შვედური პრაქტიკა აკვირვებს.”

შეგახსენებთ, რომ დანიის და შვედეთის მოქალაქეობის მქონე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა ჯერ სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოს წინ დაწვა ყურანი, დღეს კი კოპენჰაგენში. მანამდე მან განაცხადა, რომ ყოველ პარასკევს დაწვავს ყურანს თურქეთის საელჩოს წინ მანამ, სანამ შვედეთს ნატოში არ მიიღებენ.