რატი იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართვველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მასში დადებით არის შეფასებული ის რეფორმები, რომელიც თუნდაც შემოდგომის თვეებში მიმდინარეობდა საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი საფუძველი იქნება, რომ კიდევ უფრო გამყარდეს დადებითი შეფასებები 12 პუნქტის შესრულების ირგვლივ. რაც შეხეება, პოლარიზაციას, ის ქართულ პოლიტიკაში კი არ არსებობს, პოლარიზაცია არსებობს ნაცმოძრაობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ე.წ. თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი და ერთმანეთში აქვთ გაჩაღებული პოლარიზაცია. მეორეს მხარეს არის საქმიანი პროცესები და დიალოგები. შესაბამისად, პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან. ეს პროცესი რომ დაწყებულია და შეუქცევადია, ამას გვიჩვენებს თუნდაც ის სიძულვილი და დაპირისპირება, რაც ნაცმოძრაობის შიგნით დარჩენილი კლანების მხრიდან არსებობს ერთმანეთისადმი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.