საგარეო საქმეთა სამინისტრო – მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია.

„მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.