სოფო ჯაფარიძე – მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას ჩემს ძალიან დიდ გუნდთან ერთად

საკრებულოს დეპუტატის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება უდროო იყო.

მან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა.

,,დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვფიქრობ, სრულიად უადგილო და უდროო იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. მიმაჩნია, რომ ახლა ყველას ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მხარს უჭერს სიმართლეს.

“რადგან არჩევნები მაინც ტარდება, მინდა მხარი დავუჭირო სიმართლეს, მინდა მხარი დავუჭირო სუფთა ხელებით მოქმედებას, ღირსებას, ანუ მხარი დავუჭირო ნიკა მელიას. მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას ჩემს ძალიან დიდ გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად, სადაც ძალიან ბევრი ექიმია”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.