უკრაინის გადაქცევა უყრაინად: უკრაინული დღის წესრიგი აშშ-ში, შესაძლოა, მალე გახდეს არაპოპულარული

ბაიდენი მორიგი უკრაინული სიტყვით გამოვიდა. დემოკრატებისთვის უკრაინული დღის წესრიგი გაცილებით კომფორტულია – ვიდრე მაგალითად, ბჭობა არგადაწყვეტილი ამერიკული კრიზისების გარშემო. თუმცა აშშ-ს მოსახლეობა უკვე საკმაოდ სუსტად ინტერესდება, თუ რა ხდება უკრაინულ ფრონტებზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიდენმა 31 “აბრამსის” ტანკის  უკრაინისათვის მიწოდება შეათანხმა. აღნიშნული სატანკო ტრანში 400 მლნ დოლარი დაუჯდება ქვეყანას. ტანკებს პენტაგონის საწყობებიდან არ აიღებენ, მას გვერდიდან შეისყიდიან. აშშ ასევე განიხილავს ძველი მოდიფიკაციის “აბრამსების” შესყიდვას ქუვეიტიდან და მაროკოდან. ამ ტანკების უკრაინისათვის მიწოდებას შეიძლება ნახევარი წელი დასჭირდეს. გაუცემელი რჩება პასუხები კითხვებზე ტანკების მომსახურებასთან დაკავშირებით, რითაც უკრაინელებს დიდი პრობლემები წამოეჭრებათ.

დახარჯული და შეპირებული დახმარების საერთო მოცულობამ უკრაინისთვის წლიურად გადააჭარბა 110 მლრდ დოლარს. ეს იმაზე მეტია, რასაც აშშ ყოველწლიურად მეტეოროლოგიური კატაკლიზმებით გამოწვეული ნგრევის აღდგენაში ხარჯავს და თანაბარია სახელმწიფო დეპარტამენტის და შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის  წლიური ბიუჯეტისა, ერთად აღებულის.

გამოკითხვებში იმ ამერიკელთა წილი, რომლებიც უკრაინაში შეირაღების გაგზავნას მხარს უჭერენ, გეგმაზომიერად მცირდება. დღეისობით ეს ციფრი 54%-ს შეადგენს და, შესაძლოა, მისი მაჩვენებელი ნახევარზე დაბლა დავარდეს აშშ-ში ეკონომიური სიტუაციის გაუარესების ფონზე. მაშინ ხომ უფრო რთული იქნება გაამართლო უკრაინაში ფულის დახარჯვა.

ამერიკელთა 47% უკვე დღეს მიიჩნევს, რომ კიევს უღირს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, თუნდაც ეს მას  დაუჯდეს ტერიტორიების დაკარგვად. გაცილებით სკეპტიკურ ურთიერთობას კიევისადმი გამოხატავს რესპულიკელთა ელექტორატი.

თეთრი სახლი იმედოვნებს უახლოეს თვეებში ფრონტისთვის მიწოდებული ტექნიკით ფრონტზე სიტუაციის შეცვლას და ბაიდენისთვის წინასაარჩევნო მარათონის დაწყებისთვის სასიკეთო ფონის შექმნას. თუმცა ამას საკუთარი რისკები ახლავს. თუ პენტაგონის გეგმები ჩაიშლება, უკრაინული საკითხი რისკქვეშ დადგება, გახდეს არაპოპულარული აშშ-ში ანუ უკრაინა გადაიქცეს უყრაინად (როგორც ქართველებს გვაქვს ყელში ამოსული). ამან კი, შეიძლება, მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების სასარგებლოდ იმუშაოს – მაგალითად, ტრამპი უკვე ითხოვს, შეწყდეს ასობით მილიარდი დოლარის ჩარეცხვა კორუმპირებული ქვეყნებისთვის.

 

 

„ნიუსფრონტი – საქართველო“