უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც გავლენას მოახდენს ბირთვულ ენერგიაზე, – ამის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ჩვენ არ დავუშვებთ სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას, ეს გამორიცხულია”, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უყრაინამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციებში ჩართოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია Rosatom-ი, მაგრამ უნგრეთი, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური და Rosatom-თან ერთად მის გაფართოებასაც გეგმავს, ამ შეთავაზებას ბლოკავს.