უყრაინა ავღანეთი ხდება , – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ – მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც თავისი პოზიცია გამოთქვა უყრაინაში რუსეთის ომში არსებული ვითარების შესახებ.
ორბანი ფიქრობს, რომ დიდი ხანია, გავიდა ის დრო, როდესაც რუსეთი შეძლებდა უყრაინის დაპყრობას და ქვეყანაში პრორუსული მთავრობის დაყენებას.
ამიტომ, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მიზანია უყრაინის უკონტროლო ნანგრევად გადაქცევა, რათა დასავლეთმა ის „პრიზის სახით“ არ მოითხოვოს.
მისი თქმით, რუსებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას ამაში, რადგან ახლა უყრაინა, ისევე როგორც ავღანეთი „არავის მიწა” არ არის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ომში ნატოს ჯარების უშუალო მონაწილეობა არ არის გამორიცხული. მას მიაჩნია, რომ თუ რუსეთის მომავალი საგაზაფხულო შეტევა წარმატებული იქნება, მაშინ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ უყრაინაში ჯარების გაგზავნა.
მიუხედავად იმისა, რომ უყრაინა წინ მიიწევს ომში, ორბანი არ ფიქრობს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება.
მან მიუთითა რუსების საწარმოო სიმძლავრეზე და აღნიშნა, რომ ომებში, რუსები, თავიდან, ტრადიციულად, უფრო სუსტები არიან, მაგრამ მოგვიანებით „მათი შეჩერება შეუძლებელია“.