ვლადიმერ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, ტანკების გადაცემა დააჩქარონ

უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, ტანკების გადაცემა დააჩქარონ. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ტანკები რაოდენობა და ვადა, როდის მოვლენ ჩვენამდე, თამაშობენ განუყოფელ და ძალიან მნიშვნელოვან როლს იმასთან შედარებით, თუ როგორი და როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება”, – თქვა ზელენსკიმ.

უყრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის ნაწილი უკვე უყრაინაშია, მაგრამ ნაწილი ჯერ არ მისულა.

ამ კონტექსტში მან აშშ-ის მხრიდან Abrams-ის ტანკების გადაცემის ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შესაძლოა ზედმეტად გვიან მოვიდეს.

“ზედმეტად გვიან. მაგრამ ამ წუთისთვის მე არ ვიცი, რეალური ვითარება, როდის უნდა იყვნენ ისინი, როდის მოგვცემს ამერიკა Abrams-ს. და მე არ ვიცი რეალურად, თუ როდის მოგვივა ევროპიდან ტანკები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უყრაინის ლიდერმა ასევე გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის ჯერ კიდევ ორი კვირის წინანდელი გადაწყვეტილება უკრაინას ტანკები გადასცეს და აღნიშნა, რომ მას, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტს, ლოდინის ამდენი დრო არ გააჩნია.