ანა წითლიძე: ენმ-ეს საარჩევნო პროცესი, შიდა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა

ენმ-ეს საარჩევნო პროცესი, შიდა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„არ ვიზიარებ არჩევნების პროცესში განსაკუთრებული ტრაგიზმის შემოტანას. არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები არის კატასტროფა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თავიდანვე ვამბობდი, რომ არჩევნების დრო, ფორმა იყო არასწორი, თუმცა როდესაც ძალიან მალე გავიგებთ ვინ იქნება გამარჯვებული, აქ უკვე იამზე საუბარი, რა უარყოფითი მხარეები ჰქონდა ამ არჩევნებს, არ არის სწორი. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მიუხედავად მიუღებელი დაპირისპირებისა, ეს არის უნიკალური პროცესი, რომელსაც ახლა საქართველო ადევებს თვალს, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო აქაც ყოფილიყო ნოვატორი. ვერ დამისახელებთ  ვერცერთ პარტიას, სადაც მსგავსი არჩევნები ტარდება და 50 ათასი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას. ეს საარჩევნო კამპანია ნამდვილად არის ის, რაც არის  შიდა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება“- აღნიშნა ანა წითლიძემ.