„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები: უყრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში კორუფციასთან ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში. ამის შესახებ საუბარი იყო დიპლომატებისა და უკრაინის „კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელის, ალექსანდრ ნოვიკოვის შეხვედრაზე.

„G7-ის ქვეყნების ელჩები შეხვდნენ ალექსანდრ ნოვიკოვს, რომელმაც მიაწოდა მათ ინფორმაცია ანტიკორუფციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესახებ. ჩვენ ხაზი გავუსვით კორუფციასთან ბრძოლის კრიტიკულ მნიშვნელობას უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში და ქვეყნის აღდგენისა და აღმშენებლობის დროს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც Twitter-ზე G7-ის ქვეყნების ელჩების ჯგუფის თავმჯდომარე, იაპონური მხარე ავრცელებს.