იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, დაშავებულია ორი ადამიანი

მედიის ცნობით, იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, 22 და 45 წლის მამაკაცები. მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გახსნა 13 წლის მოზარდმა, რომელიც უკვე დაკავებულია.

ცნობისთვის, ღამით იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლა იყო. შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.