ლევან ბეჟაშვილი: სავარაუდოდ პირველივე ტურში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა

პარტიის აქტივსა და პარტიის ხელმძღვანელობას სურს პარტიაში ცვლილებები, ამიტომ ეს აქტივობა ამით არის განპირობებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი წინასწარი, სტატისტიკური მონაცემებით, სავარაუდოდ პირველივე ტურში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა, ჩვენი ანალიტიკური მასალების საფუძველზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.