სალომე ზურაბიშვილი: შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით – ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარი სროლის შედეგად, მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.