sos! sos! sos!
სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში! კვდება!!!! – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გადაწყვეტილების მიღებამდე მოვითხოვ გასვლით სხდომას, მოსამართლემ პირადად უნდა ნახოს მიხეილ სააკაშვილი.” – წერს შალვა ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სადაც უცხოელი ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს.
ხოლო “7 ნოემბრის საქმეში” ბრალდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო.
ექსპრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორც ფსიქიატრიული, ისე გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური, არ არის სარწმუნო და უტყუარი და დასკვნა კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარედგინება.