აშშ-ში, ტენესის შტატის ხელისუფლებამ იმ სამართალდამცველთა სამკერდე ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელთა მიერ დაკავებული 29 წლის ტაირ ნიკოლსი ცემის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელებს ძალის გამოყენებით გადმოყავთ ნიკოლსი სატრანსპორტო საშუალებიდან, მიწაზე აწვენენ, რამდენიმე წამში კი ერთ-ერთი პოლიციელი მის წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებს, რის შემდეგაც ტაირს ნიკოლსი ადგილიდან გარბის. მალევე მას სამართალდამცველები ისევ აკავებენ, ორი მათგანი მას იჭერს, სხვები კი ფეხებს, მუშტებსა და ხელკეტებს ურტყამენ. მორიგ ჩანაწერში კი მას წიწაკის სპრეის ასხამენ და სცემენ.
ტაირს ნიკოლსის დედის განცხადებით, მისი შვილი შემთხვევის დროს სახლიდან 70 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.
ხუთივე სამართალდამცველს მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი, ასევე თავდასხმისა და გატაცების ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში. ამ ეტაპზე ოთხი მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.
მომხდარი დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.