უყრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავს ელოდება

უყრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება, – ამის შესახებ უყრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პრიორიტეტი ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლების მიღებაა, თუმცა განიხილება ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტებიც.

იური იგნატმა ხაზი გაუსვა, რომ უყრაინის შეიარაღებული ძალები მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს ბრძოლის ველზე ამ საბრძოლო თვითმფრინავებზე იმედის დამყარებას ორი მიზეზის გამო – პირველი არის რთული პოლიტიკური მოლაპარაკებები მიწოდებასთან დაკავშირებით და მეორე არის ის, რომ მფრინავების და სახმელეთო მხარდაჭერის ჯგუფების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, უყრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ტანკების გაგზავნის შესახებ შეთანხმების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უყრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.