უყრაინის ელჩი – დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ

დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უყრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება, – ამის შესახებ საფრანგეთში უყაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, – განაცხადა მან.

უყრაინელი დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

„ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, – განაცხადა დიპლომატმა.