ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი დგას უყრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უყრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მომავალ კვირაში, 3 თებერვალს, კიევში ევროკავშირი-უყრაინის სამიტის გამართვა იგეგმება.