ზელენსკი: უყრაინას დამატებით 300-დან 500-მდე ტანკი სჭირდება

უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ომისთვის უყრაინას დამატებით 300-დან 500-მდე ტანკი სჭირდება.

უყრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ძალიან მადლიერია აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, თუმცა შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც ტანკები ბრძოლის ველზე იქნება.

ზელენსკიმ დასავლეთს უყრაინისათვის ტანკების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

Sky News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პარტნიორებს სთხოვა შეემცირებინათ ინტერვალი ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების მიღებასა და უყრაინისათვის მათ რეალურ გადაცემას შორის.

„ტანკების რაოდენობა და დრო, როდესაც მათ შეუძლიათ ჩვენამდე მოაღწიონ, განუყოფელ და უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – განაცხადა მან.

დღეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უყრაინისათვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს იმას, რომ უყრაინული ძალები საუკეთესოდ იყვნენ აღჭურვილნი აღნიშნული ტანჯების გამოსაყენებლად, როდესაც უყრაინის შეიარაღებული ძალები მათ საბოლოოდ მიიღებენ.

“არ მინდა დეტალებში შესვლა, რადგან ჯერ კიდევ ვამუშავებთ გეგმებს, თუმცა ამას [ტანკების მიწოდებას] უამრავი თვე დასჭირდება”, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.