ისრაელი ტერორისტულ აქტებს სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილ ტერორისტულ აქტებს 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 10-ზე მეტი. ისრაელის სპეცსამსახურებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 40-ზე მეტი პალესტინელი დააკავეს.