ჩერგოლეიშვილი ენმ-ზე: დაქირავებული აქტივით და სადღაც დასაქმებული ადამიანებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუგებ

მთავარი პრობლემა არის ის, რომ მეგალომანიაკურ, საკუთარ თავზე, პოლიტიკოსებზე, საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულ პროცესს უყურებს ქართველი ხალხი და მე გულწრფელად მჯერა, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვპირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ქართველ ხალხს უნდა შევთავაზოთ უკეთესი. კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვა ივანიშვილის ჩრდილოვან მართვაზე უკეთესი არაა იმიტომ, რომ ეს მართვის იგივე ფორმაა. პოლიტიკაში ანგარიშვალდებულება უნდა არსებობდეს და დღეს ეს მთლიანად მოშლილია. ყველა იმ ძალასთან, რომლის მოტივატორი არის ფული ან ბელადი და არა შინაარსი, სანიტარიული დერეფანი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება შინაარსით ხალხის მოტივირება. კეზერაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში გამარჯვება თავიდან ბოლომდე დაქირავებულ ხალხზე გადასვლას ნიშნავს. დაქირავებული აქტივით და სადღაც დასაქმებული ადამიანებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოუგებ – მთავრობაა, მეტი ფული აქვს და მას მეტი ხალხი ჰყავს დასაქმებული. ჩვენ გვჭირდება შინაარსით მოტივირებული ხალხი, რომელიც ამ შინაარსს დაიცავს და დაქირავებული ადამიანისგან განსხვავებით აგიტაციას გულით და შთაგონებით გასწევს და ეჯერება იმის, რასაც საკუთარი პარტია სთავაზობს”- აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.