დღეს საქალაქო სასამართლოში კონსერვატიული მოძრაობის წევრების პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში კონსერვატიული მოძრაობის წევრების პროცესი გაიმართება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატა ფერაძის ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ,,კონსერვატიული მოძრაობის” წევრების, ზურა კობახიძისა და გოგა თუხარელის, სასამართლო პროცესი გაიმართება. წინა სასამართლო პროცესზე ბრალდებულებს 3500 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. საქმე ეხება გასული წლის 22 ოქტომბერს მოქალაქეების მხრიდან ნატა ფერაძის ავტომობილის დაზიანებას, რასაც თავად ფერაძე „ალტ-ინფოს” წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციას უკავშირებდა. პარტიზანი მებაღე სასამართლომ დაზარალებულად ცნო, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ სათაო ოფისზე ნატა ფერაძისა და მისი ლიბერალი აქტივისტების მხრიდან განხორცილებულ ვანდალურ ფაქტს სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე არსებითი საქმის განხილვა ჩანიშნა.

წყარო: ptn.ge