დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უყრაინისთვის გადაცემული ტანკები ფრონტზე ზაფხულამდე ჩავა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უყრაინისთვის გადაცემული ტანკები ფრონტზე ზაფხულამდე ჩავა.

პარლამენტში კითხვაზე, თუ როდის განლაგდება 14 ტანკი ბრძოლის ველზე, უოლესმა უპასუხა:

„ეს იქნება ზაფხულში, ან მაისში – ალბათ, აღდგომის დროს”.

ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ უსაფრთხოების მიზეზებმა ხელი შეუშალეს უყრაინული ძალების მომზადების განრიგის განსაზღვრაში.