დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს გარე დაკვეთებს. სწორედ ამიტომაა, რომ დასავლეთის მხრიდან არაერთი მისი ძველი თუ ახალი პოლიტიკური მეგობარი, საკმაოდ მაღალი, ძირითადად უფრო ყოფილი თანამდებობის პირები, ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ- ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ქრონიკაში ცართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან საამისოდ ბარიერს კანონი წარმოადგენს.
„არსებულ სცენარში დასავლელი აგენტოკრატები ხდებიან მიშას პატრონები და ისინი ძალიან წუხან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ განახორციელა ის დავალება, რომ ქვეყანაში შემოვიდოდა, ააგორებდა ემოციას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან რევოლუციურ ძალად გარდაქმნიდა და ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა იქნებოდა შედეგი. ეს იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს გარე დაკვეთებს. სწორედ ამიტომაა, რომ დასავლეთის მხრიდან არაერთი მისი ძველი თუ ახალი პოლიტიკური მეგობარი, საკმაოდ მაღალი, ძირითადად უფრო ყოფილი, თანამდებობის პირები, ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ აღწევენ, რადგან ბარიერი არის კანონი, სამართალი და ის, რომ საქართველო არის სამართლებრივი ქვეყანა და ასე დარეკვებით, ზარებით, თუნდაც რომელიმე საელჩოს ჩართულობით ან გარე პოლიტიკოსების განცხადებებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება. კანონი არ ცნობს გარე შეძახილებს, კანონი ცნობს იმას, რაც არის გაწერილი და რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იოლად მართვადი ყველას მხრიდან და მას უკვე შიგნითაც ადასტურებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.