ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ის ლიდერი, ვინც უნდა ჰყავდეს. არც მეტი და ნაკლებიც უკვე აღარ შეიძლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო.
„ეს არის მილევადი პარტია და პროცესი ახლაც გრძელდება, ეს აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დღევანდელმა განცხადებებმაც, როდესაც წიკლაური და მამულაშვილი ამბობენ, რომ ისინი რჩებიან პარტიაში, მაგრამ აღიარებენ, რომ გაიმარჯვა ოლიგარქიამ და ფულმა. ამაზე მეტი უარყოფითი შეფასება და შეურაცხყოფა საკუთარი პარტიისადმი რა უნდა იყოს, მაგრამ ეს არის რეალობა. ხაბეიშვილი შერჩეული იყო როგორც ყველაფრის მკადრებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.