გერმანია უყრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავების საკითხი არც კი გააქტიურებულა.
„შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე ეხება იარაღის სისტემებს. როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება ტანკებზე, გერმანიაში ახალი დებატები იწყება, რაც არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.
გერმანიის კანცლერმა მოსკოვთან ესკალაციის რისკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ დაუშვებს ნატო-ს და რუსეთს შორის ესკალაციას. ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბრის გაგრძელება აუცილებელია.