გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უყრაინაში ჩასვლას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
„უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უყრაინაში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
პისტორიუსს უყრაინაში ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია.
უყრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰიპოთეტურ საკითხებზე“ დისკუსიაში მონაწილეობა არ სურს.