პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბასკეთშია. ირაკლი კობახიძე ცოტა ხნის წინ პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემები, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები იყო.
ამ წუთებში კი ირაკლი კობახიძე, ბასკეთის მთავრობის მეთაურს ხვდება.
გუშინ ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა.