ხაბე თავმჯდომარეა – მასხარ, გილოცავ, – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.
„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ. მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი ხაბე. მგონი, ამით ყველაფერია უკვე ნათქვამი ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე“,- განაცხადა ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.