ირაკლი ზარქუა: პარტიას სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს?

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ქრონიკასთან“ ჩართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ლევან ხაბეიშვილი ამისკენ სულ მიისწრაფვოდა და ოცნება აუხდა.

„დღეს ნამდვილად საოცნებო შედეგი დაიდო პარტიისთვის და ჩემი „ხაბე“ გახდა თავმჯდომარე. სანუკვარი ოცნება იყო. ეს უყვარდა ყოველთვის, მიისწრაფვოდა ამისკენ და აუხდა კიდეც ოცნება. მე გამიხარდა ადამიანურად და მივულოცე კიდეც“, – განაცხადა ზარქუამ.

წამყვანის კითხვაზე, მისი აზრით, რატომ დასრულდა ამ შედეგებით არჩევნები და რამ იმოქმედა ამომრჩეველზე ყველაზე მეტად, ზარქუა ამბობს, რომ აქ ბევრი ფაქტორი იყო, თუმცა ამომრჩეველი საბოლოო ჯამში მიხვდა, რომ პარტიას არც ხალხი აინტერესებს და არც მათი მხარდამჭერები.

„ბევრი ფაქტორია. რეალურად ის არის, რომ დააკვირდით აბა, დაახლოებით 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა არჩევნებზე, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ მათი სტატისტიკით და ამდენი ჩხუბის შემდეგ, რამდენი ხანია გრძელდება ხომ ეს ერთმანეთში ქიშპობა, დასმენა, ერთმანეთის ნიღბის ჩამოხსნა და ბოლოს დარეგისტრირდა 50 ათასამდე თურმე. იქაც 21 ათასით არის არჩეული ჩემი „ხაბე“. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვისაც სჯეროდა ამ პარტიის, ყველა მიხვდა, რეალურად რასთან და ვისთან აქვთ საქმე, მათი რესურსი, ინტერესები რა არის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, პარტიას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ვერ უშველა და არ ჰგონია, ლევან ხაბეიშვილმა უშველოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის, არც მათი მხარდამჭერების. ამიტომაც აი 21 ათასმა ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა [პარტიას] ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყდრნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, – აცხადებს