შორ დისტანციაზე მოქმედი დასავლური საარტილერიო სისტემების, საჰაერო თავდაცვისა და ტანკების გადაცემის მოლოდინმა უყრაინას უფრო დიდი შეტევის შესაძლებლობა შეუზღუდა. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ოპერატიულ ანალიზში წერს.
ინისტიტუტი წერს, რუსული არმია დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში შეტევებს აძლიერებს და ემზადება ლუგანსკში შეტევის დასაწყებად. ამ ფონზე, უყრაინას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაიწყოს ზამთრისთვის დაგეგმილი შეტევა, რაც გარკვეულწილად შეამსუბუქებს დასავლეთის მიერ საჭირო დახმარების გაწევის შეფერხების შედეგებს.
“როგორც რუსებს, ასევე უყრაინელებს მოუწევთ შეტევა გაზაფხულის დათბობის სეზონზე დაგეგმონ, რომელიც სავარაუდოდ მარტსა და აპრილში იქნება, რაც ართულებს, თუ არა შეუძლებელს ხდის, სწრაფი მექანიზებული კონტრშეტევისთვის. უყრაინას შესაძლოა გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისამდე მოცდა მოუხდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი ძალისხმევის განახლებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ უყრაინას შეტევის დასაწყებად საკმარისი რაოდენობით დასავლური ტანკების ჩამოსვლამდე, შეიძლება მრავალი კვირის განმავლობაში ლოდინი დასჭირდეს.