მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა, იმისთვის რომ ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო იყოს. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მიღწევაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ორგანიზებული დანაშაული ერთ-ერთი სერიოზული და კომპლექსური გამოწვევაა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მრავალი წელია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მრავალი მიმართულებით თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ორგანიზებული დანაშაული ხშირად ტრანსნაციონალური ხასიათისაა და მის გასამკლავებლად მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა და კოორდინაციაა საჭირო. საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს ერთობლივ ძალისხმევაში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ფარგლებში, როგორიცაა ევროპოლი, ევროჯასტი და ფრონტექსი. ევროკავშირის 17 სახელმწიფოსთან გავაფორმეთ თანამშრომლობის შეთანხმებები და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 11 პოლიციის ატაშე მივავლინეთ. მხოლოდ 2022 წელს 8 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა წარმატებით და 40-ზე მეტი დამნაშავე დააკავეს. ევროპული ინსტიტუტები კარგ საფუძველს იძლევა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა, იმისთვის რომ ევროპა საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო იყოს. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას და კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა