მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის ოთხ პროცენტამდე გაზრდის

პოლონეთი სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტამდე გაზრდის. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.

„ომი უყრაინაში გვაიძულებს უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ, წელს ჩვენ გავწევთ უპრეცედენტო ძალისხმევას. ეს იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4 პროცენტი, რაც პოლონეთის არმიისთვის დაიხარჯება“,  – განაცხადა მორავიეცკიმ.

გასულ კვირას პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი მიიღო, რომელშიც სამხედრო ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 97,4 მილიარდი ზლოტი. (22 მილიარდი დოლარი). რომელი წყაროდან იგეგმება არმიის დაფინანსების გაზრდა მორავიეცკის არ დაუკონკრეტებია.