კომენტარად დაუწერია ჩემთვის ერთ ახალგაზრდას, რუსეთმა სამეფო გაგიუქმა და ეკლესიები გადაგიღება და შენ კიდევ მისტირიხარო?!
კი, იყო ასეთი პერიოდიც, მაგრამ პირადად მე, საკითხს გლობალურად ვუყურებ და არა ეპიზოდურად…
ერეკლეს უღალატა ტოტლებენმაო, აქედან იწყებენ.. ტოტლებენმა, ერეკლეს კი არა, ვის აღარ უღალატა. ერთი ავანტიურისტი კაცი იყო, მორალისგან დაცლილი, ჯაშუშობაშიც კი იყო “შემჩნეული”.
ზოგადად კი, ტოტლებენი რა გასაკვირია? ისტორიიდან ტოტლებენზე უარესებიც გვახსოვს, ბედის ირონიით, საკვანძო ადგილებზე მოხვედრილი და ისტორიის სვლაზე გარკვეული გავლენების მომხდენიც…
მოკლედ… ერეკლეს ბოლო პერიოდი ასე თუ ისე, ხომ ვიცით?…
კრწანისის ბრძოლაში ვინ ეახლა და ვინ გვერდიდად უყურებდა, ამაზეც ხომ გვსმენია?!..
ეხლა, ამის ფონზე, წარმოიდგინეთ თუ რა ხდებოდა სამეფო კარზე ერეკლეს სიკვდილის შემდეგ – “სამეფო გიორგი” და დარეჯან დედოფალი თავის შვილებიან, მხარდამჭერი, მოწინააღმდეგე და სხვადასხვა ინტერესის მქონე ჯგუფების ჭიდილში..
მეფე გიორგი იმპერატორს წერდა, ჩვენ ორმა შუამავლად ერთი კაცი ვიყოლიოთ, თორემ ბევრი ბევრ რამეს ურევს და აფუჭებსო … ასე დაინიშნა პირველი “ნამესტნიკი”…
1800 წელს გიორგის გარდაცვალების შემდეგ ხომ მთლად აირია მონასტერი…
რა თქმა უნდა, ეს რუსეთის 1801 წლის საქციელს არანაირად არ ამართლებს, მაგრამ ოსმალეთის იმპერიასთან პერმანენტულ ომში ჩართულ რუსეთს წყალივით სჭირდებოდა საქართველოში “სიმშვიდე და წესრიგი”, რომელიც საბოლოოდ, აუარება სისხლად დაუჯდა ორივე ქვეყანას!!
სისხლად როგორ არ დაჯდებოდა, მთელი კავკასია უნდა აეღო, რომ ოსმალ-ირანს გამკლავებოდა საბოლოოდ.. ამისთვის კი , არმიასთან ერთად, ვინც დედამ დაწყევლა, ყველა კავკასიის ფრონტზე გამოუშვა, ბრძოლებში სასჯელის მოსახდელად და როგორ გაირჯებოდნენ ისინი ადგილზე, დიდი მიხვედრა არ სჭირდება…
ამიტომაც ქართველებისგან წინააღმდეგობა შეხვდათ წარმოუდგენელი..
თავიდან საერთოდ ვერ მიხვდა რუსი თუ სად აღმოჩნდა..
არც ინტერნეტი იყო მაშინ და არც ოსტორიის ინსტიტუტები თუ სხვადასხვა სამეცნიერო სკოლები თუ კვლევითი ცენტრები, ზუსტად სცოდნოდათ სად მოდიოდნენ, რა კულტურაში.
უპირველესი მდგენელი რუკა და სარწმუნოება იყო, მაგრამ ვერც ჩვენს მართლმადიდებლობას გაუგეს თავიდან ვერაფერი..
იმპერიის ნაწილად დაგულებული ქართული ეკლესია, რბილად რომ ვთქვათ, გაძარცვეს!
საეკლესიო აჯანყება, იგივე “ცერკოვნი ბუნტი” დიდ სისხლად დაუჯდა ორივე მხარეს და დღემდე საგულდაგულოდ იჩქმალება ასევე ორივე მხარის მიერ…
ხო, დგება ხოლმე წუთი, როდესაც ორივე მხარე ხვდება, რა როგორაა სინამდვილეში, მოცემულ მომენტში რა პოზიცია და ქმედებაა უკეთესი და თანხმდებიან მხარეები რაღაცებზე და სწორედ ეს ხდება ხოლმე ურთიერთობის რეგულირებისთვის ამოსავალი წერტილი!
იმ ხანად კი, საქართველოსთვის ირან-თურქეთის საფრთხე უფრო დიდი საშინელება იყო, ვიდრე რუსეთთან ჭიდაობა. რუსეთიც მიხვდა საკუთარ შეცდომებს და შეიცვალა დამოკიდებულებაც, რაც გლობალურად, ვორონცოვის ფენომენითაა ცნობილი…
ვორონცოვის, რომელსაც თბილისში, ხალხმა დაუდგა ძეგლი და ამით ყველაფერია ნათქვამი…
ვორონცოვის ხელით მოგვცა რუსეთის იმპერიამ დაცვაც და აყვავებაც…
ვორონცოვის ეპოქამ შვა ილიაც, აკაკიც, იაკობ გოგებაშილიც, ივანე ჯავახიშვილიც… მთელი ის ოქროს პლეადა, სწორედ რუსეთის იმპერიის წიაღში იშვა!..
მშვიდობასთან ერთად საქართველოში დაარსება დაიწყო სამეცნიერო და კულტურულმა კერებმა. მაგალითისთვის,1850 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა, ანუ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
სამი წლით ადრე კი, 1847 წელს, საფუძველი ჩაეყარა თეატრს!
(საკითხის მასშტაბურობის აღსაღნიშნავად ვიტყვი, რომ ქუთაისის დრამატული თეატრი უკვე 162 წლისაა, სენაკისა კი 143 წლის.)
ამ ნაბიჯებით მივუახლოვდით გარედან მოწყობილ რევოლუციას და იმპერიის დაცემას…
სამოთხე მხოლოდ სამოთხეშია და უფალი მხოლოდ ღმერთია, მაგრამ ჩვენ რატომღაც რუსეთს დავადეთ ვალად იღმერთოს და სამოთხე შეგვიქმნას…
რუსეთის ღმერთობის რა გითხრათ და უფლის სასწაულით კი მოხვდა რუსეთის სათავეში ქართველი თავისნაირი ქართველით ზურგგამაგრებული და შედეგი სულ ახლახანს ვიხილეთ ორივე ქვეყანამ!
30 წელი გავიდა იმ ქვეყნის დაშლიდან, სტალინის გარდაცვალებიდან კი 70 და კიდევ ვერ დაანგრიეს, ისე ჰქონდა აშენებული!
რაც შეეხება დღევანდელ რუსეთს, მე არ ვიცი, რეალურად რა ხდება შიგნით სიღრმეებში, მაგრამ ვხედავ კანონის ფარგლებში თუ რა დონეზე ინთავისუფლებენ თავს დასავლეთის გავლენებისგან და მარყუჟებისგან და დღეს, მე, რომელიც ბალღობაში ლიბერალიც ვიყავი და დასავლური ღირებულებების მოტრფიალეც, რომელმაც 5 წელი ვიცხოვრე მოსკოვში და საკმაოდ კარგად ვიცნობ რუსის ბუნებას, მე დღეს ჩემი არჩევანით ვიხრები რუსეთთან ღია და კეთილმეზობლური ურთიერთობისკენ, რაც პირადად ჩემთვის, არ ნიშნავს დასავლეთის უგულებელყოფას..
მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთს აქვს ასეთი მიდგომა: “ან ხარ ჩემი მონა, ან ხარ ჩემი მტერი!”
არავითარი და არანაირი პარტნიორობა მათთან არ არსებობს და ამაზე 30 წლიანი ურთიერთობის გამოცდილებაც და დღევანდელი მდგომარეობაც მოწმობს.
მე, ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრი ვიყავი, ჩემი ქართული იდენტობით!
უძლიერესი სახელმწიფოსი, რომელიც ქართველმა შექმნა!
დღეს კი ვარ ვიღაც გადამთიელის უუფლებო კოლონია, რომელიც პირწმინდად ცდილობს ჩემს ამოძირკვას!
ფულის სანაცვლოდ თუ შანტაჟის სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს უარი მათქმევინოს საკუთარ არსზე.
უნდა მაქციოს უსახო ავადმყოფ პირუტყვად, საზარბაზნე ხორცის მასალად და კიდეც მიბრაზდება რომ არ ვნებდები!
არც დავნებდები, არაა ეგ სისხლი ჩემი! სხვა გენია ქართული გენი!
ჩემს წმინდა წინაპრებს, ჩემს წმინდა მეფეებს იმისთვის არ უბრძოლიათ უფალზე და ქართველობაზე პირუტყვად ყოფნა გავცვალო!
ვისაც პირუტყვობა ან საზარბაზე ხორცობა გინდათ, მიბრძანდით ბატონო შესაბამის არეალში, არავინ გიჭერთ!
და მორჩით რუსეთის თემით მანიპულირებას!
პ.ს. სათქმელი ბევრია, მოკლედ კი ესაა….
ისიც გაიხსენეთ 1801 წლამდე რამდენ სამთავრო-სამეფოდ ვიყავით დანაწევრებული, რა მიწებდაკარგული და რამდენი საკათალიკოსო გვქონდა.
მაია დვალიძე