ნათია მეზვრიშვილი: დღეს “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა “ოცნების” მხარდაჭერას უდრის და პირიქით

 დღეს ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ოცნების მხარდაჭერას უდრის და პირიქით. – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა – ბიძინას. დღე ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ოცნების მხარდაჭერას უდრის და პირიქით. ნებისმიერი პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ დადგება ან ოცნების მაშველი რგოლი იქნება, იმუშავებს ბიძინას სასასგებლოდ.ბიძინას სასარგებლოდ მუშაობა ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ მუშაობას (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) იმიტომ, რომ არაერთხელ გვითხრეს – ან ბიძინა ან საქართველოს ევროპული მომავალი.თუ გვინდა, რომ ბიძინას გამარჯვება მხოლოდ ნაცმოძრაობის შიდა არჩევნებით შემოიფარგლოს და საქართველოსთვის ბრძოლა ხალხმა მოიგოს, არც ნაცმოძრაობას, არც ოცნებას და არც ერთ პარტიას, რომელიც ან ნაცური ქოლგის ჩრდილში დგას ან ოცნების მაშველი რგოლია, ხმა არ უნდა მივცეთ. არც ერთ პარტიას, რომელიც იმუშავებს ხალხის და პარტნიორების ნდობის დასუსტებაზე, ნიჰილიზმის დათესვაზე და ფუჭი მოლოდინების შექმნაზე, ხმა არ უნდა მივცეთ. რეალურად ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა #საქართველოსთვის ახლა იწყება.უნდა ვიმუშაოთ ხალხის ნდობის მოპოვებაზე, ვისაუბროთ საქმეზე, საქმეზე და მხოლოდ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ იქნება ამაზე ბინძური დღის წესრიგების შექმნის მცდელობა. და აუცილებლად უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ორივეს ძალაუფლება.” – წერს ნათია მეზვრიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52,58% მიიღო.