ფინეთის საინფორმაციო ბიუროს (Suomen Tietotoimisto) ცნობით, ასეთი განცხადება ეროვნული პოლიციის დირექტორატში გააკეთეს.
აქციას, რომლის მიზანი ყურანის დაწვა იქნება, ფინეთის პოლიცია არ დაუშვებს, რადგან ეს ფინეთის კანონების დარღვევა იქნება, – განუცხადეს ფინეთის საინფორმაციო ბიუროს ეროვნული პოლიციის დეპარტამენტში.
ყურანის ან სხვა წმინდა წიგნის დაწვა ჩაითვლება დანაშაულად რელიგიური თავისუფლების წინააღმდეგ. თუ მომიტინგეების ჯგუფი დაგეგმავს ყურანის დაწვას, მათ დაუყოვნებლივ ეტყვიან, რომ ამის ნებართვა არ მიუღიათ პოლიციისგან. თუ მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქციის მონაწილეები დაწვავენ ყურანს და ამის შესახებ პოლიცია გაიგებს, პოლიცია ჩაერევა და დანაშაულს გამოიძიებს, – ამბობს ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ვესა პიჰაჯოკი.
ფინეთის უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ფინეთის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციით უკმაყოფილო პირებს შესაძლოა სურდეთ ყურანის დაწვა.
ჰელსინკის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კიმო ნუოტიო ამბობს, რომ ფინეთში არ არის მიღებული სიტყვის და გამოხატვის საბაბით დემონსტრაციების დროს ბიბლიის ან ყურანის დაწვა.
ეს არ არის ქცევა, რომელიც ავტომატურად იქნება დაცული, რადგან ის ფუნდამენტურად კრიმინალიზებულია, – აცხადებს კიმო ნუოტიო.