Politico: პენტაგონში უyრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე მხარდაჭერა იზრდება

Politico წერს, რომ პენტაგონში თანამდებობის პირები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უყრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ების გადაცემისკენ მოუწოდებენ.

უყრაინა ამ თვითმფრინავებს ომის დაწყების შემდეგ ითხოვს, მაგრამ ვაშინგტონი თვლის, რომ სხვა ტიპის შეიარაღება, როგორიცაა არტილერია, საჰაერო თავდაცვა და ასე შემდეგ, უყრაინას უფრო მეტად ესაჭიროება.

გამოცემის ცნობით, უყრაინა გაზაფხულზე ახალი შეტევისთვის ემზადება და ამ კამპანიის მხარდასაჭერად უყრაინისთვის F-16-ების გადაცემაზე პენტაგონში განწყობა პოზიტიურად იცვლება.

Politico წერს, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ ტანკებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე თანხმობის გამოცხადების შემდეგ, კიევში F-16-ებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი იზრდება.

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით,” – თქვა თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმურმა წარმომადგენელმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

უყრაინას გამანადგურებლები მის მთავარ პრიორიტეტად არ დაუსახელებია, ამიტომ პენტაგონი ამჟამად მისი გადაუდებელი პრიორიტეტების დაკმაყოფილებას ცდილობს.

თეთრი სახლის სპიკერმა გამოცემას ამ საკითხზე არ უპასუხა, თუმცა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის, ჯონ ფინერის განცხადებაზე მიუთითა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს არ გამოურიცხავს უყრაინისთვის არცერთი ტიპის იარაღის გადაცემა.