ერთგული ვრჩებით არსებული და განვითარებადი მრავალმხრივი მოლაპარაკებების ფორმატების მიმართ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანასწორუფლებიან დიალოგის საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთს შორის შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიზანია ხელი შეუწყოს 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას, რომელსაც სასარგებლო და დროულ პლატფორმად მიიჩნევენ.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის მუშაობას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი). ეს პლატფორმა, სადაც იგეგმება რეგიონული მოთამაშეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობის გაძლიერების პრაქტიკულ საკითხებზე ფოკუსირება, მიგვაჩნია სასარგებლოდ და დროულად“, – აღნიშნა ლავროვმა.